International Students' Business Olympiad

International Black Sea University     Kazakh-Russian International University     Tbilisi State University     Guram Tavartkiladze Teaching University     Grigol Robakidze University     Georgian National University     Business Consulting Website     MARNET Associates LLC

Clarification / განმარტება

 
Clarification
with respect to banning 5 registered individuals …
initial decision was posted here …
  
The International Students’ Business Olympiad is a festival of knowledge and skills of the student participants. We, the partners, created the great system of encouraging the successful students and we do this project since 2006. But unfortunately two VERY experienced participants of the previous ISBO projects found the ways to EXPLOIT the system and get UNFAIR benefits for several REGISTERED students VIA violating the rules and notices made in advance. I was constantly gathering proof of these violations. Based on the gathered proof I banned 5 active REGISTERED individuals and canceled their results, respectively they fell out of the ISBO7. That is they will not get a place, and any of the prizes. These individuals were not named in the initial notification. They were informed by emails individually.
  
Since the first notice about banning went out I had a Facebook conversation with the person, who was solely managing 4 banned registered individual students’ accounts. As a result of the conversation he [very experienced non student individual, who is a participant of several previous ISBOs] completely agreed with my decision. But the other individual, who is also very experienced as a result of previous ISBO participations, who was managing one [the 5-th] REGISTERED student account, disagreed with my decision and started up an open confrontation with me by trolling my email, Facebook profile, the official website of the ISBO7 and now my cell phone. This post on the official website of the ISBO is my reply to him and as well as is an information for all the interested stakeholders. As the way of public confrontation was his choice my decision is adequate: to state my position here in an open way.
  
ISBO is a business competition and the students are encouraged to do everything [much like in real business], but WITHIN THE RULES, the rules that are set by me. That is, the students can use ethical as well as unethical ways to achieve their purposes within ISBO7 and B-STRAT simulation. I was always stating even on presentations and will state here too, that the student can lie, cheat, use others’ [even fake] accounts, even hack others email accounts [including mine, there was an attempt in November, 2012], even cheat ME too, BUT I will follow the RULES, gather the proof and if/when I find out a violation of any of the rules I will react adequately. Apparently some “students” [two very experienced individuals who managed 5 banned registered accounts were not students] misunderstood this attitude/position/words of mine and thought that their “actions” would be left unnoticed and no reaction from me would follow. Actions are always followed by the consequences!
  
I appreciate the efforts that non student individuals spend, but apparently all was invain. They could win over the not so much experienced student participants, but apparently their tactics did not work well in achieving the final goal. The decision about banning them was tough [it is a first precedent], but 100% needed and 100% justified.
  
================ქართულ ენაზე================
  
განმარტება …
5 რეგისტრირებული ინდივიდის პროექტიდან მოკვეთის თაობაზე …
გადაწყვეტილება პირველად დაფიქსირდა აქ …
  
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა მონაწილე სტუდენტების ცოდნისა და უნარების ფესტივალია. ჩვენ, პარტნიორებმა, წარმატებული სტუდენტების წახალისების დიდებული სისტემა შევქმენით და ამ პროექტს 2006 წლის შემდეგ ვატარებთ. თუმცა რამოდენიმე წინა ოლიმპიადის ორმა ძალიან გამოცდილმა მონაწილემ მოძებნა გზა, რომ “ესარგებლათ” სისტემით და რამოდენიმე დარეგისტრირებული ინდივიდისათვის მიეღოთ უსამართლო უპირატესობა ოლიმპიადის გამოცხადებული წესების და შეტყობინებების დარღვევის გზით. მე მუდმივად ვაგროვებდი ამ დარღვევების დამადასტურებელ ინფორმაციას, რომელთა საფუძველზეც 5 დარეგისტრირებული ინდივიდი მოვკვეთე პროექტს და გავაუქმე მათი შედეგები, შესაბამისად ისინი გავარდნენ პროექტიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ვერ მიიღებენ ვერც ადგილს და ვერც რომელიმე პრიზს. ეს ინდივიდები არ იქნენ დასახელებული პირველ შეტყობინებაში. მათ ინფორმაცია ელექტრონული ფოსტით მიეწოდათ ინდივიდუალურად.
  
პროექტიდან მოკვეთის შესახებ პირველი ინფორმაციის გაშვების შემდეგ მე Facebook-ით ვესაუბრე იმ პიროვნებას, რომელიც პირადად მართავდა 4 რეგისტრირებული სტუდენტი ინდივიდის ანგარიშს [ანუ კომპანიას, გუნდს]. საუბრის შედეგად იგი [მეტად გამოცდილი არასტუდენტი ინდივიდი, რომელსაც რამოდენიმე წინა ოლიმპიადაზე აქვე მონაწილეობა მიღებული] სრულად დაეთანხმა ჩემს გადაწყვეტილებას. თუმცა მეორე ინდივიდი, რომელსაც თავისი გამოცდილება რამოდენიმე წინა ოლიმპიადაში მონაწილეობისას დაუგროვდა, და რომელიც ერთი რეგისტრირებული სტუდენტის ანგარიშს მართავდა [მე-5], არ დაეთანხმა ჩემს გადაწყვეტილებას და აშკარა კონფრონტაციის გზა აარჩია, დაიწყო რა ჩემი ელ ფოსტის, facebook პროფილის, ოლიმპიადის ოფიციალური ვებსაიტის და მობილური ნომრის დატროლვა. პროექტის ოფიციალურ საიტზე გაკეთებული ეს გამოხმაურება არის ჩემი ოფიციალური პასუხი მისდამი, ისევე როგორც ინფორმაცია სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის. და ვინაიდან მან ღია კონფრონტაციის გზა აარჩია ჩემი გადაწყვეტილება ადექვატურია: ჩემს პოზიციას ღიად ვაფიქსირებ აქ.
  
ISBO ბიზნეს შეჯიბრია და სტუდენტებს შეუძლიათ ყველაფერი გააკეთონ [როგორც რეალურ ბიზნესში ხდება], მაგრამ წესების ფარგლებში, იმ წესებისა, რომელთაც მე ვადგენ. ეს იმას ნიშნავს, რომ სტუდენტებს ISBO7 და სტრატეგიულ სიმულაციაში გამარჯვების მისაღწევად შეუძლიათ მიმართონ როგორც ეთიკურ, ასევე არაეთიკურ გზებს. ყოველთვის ვამბობდი, მათ შორის პრეზენტაციებზეც და ეხლაც ვიმეორებ, რომ სტუდენტს შეუძლია მოიტყუოს, ითაღლითოს, გამოიყენოს სხვების ანგარიშები [თუნდაც ყალბი], გატეხოს თუნდაც სხვათა ელ.ფოსტა [ჩემის ჩათვლით, მცდელობა იყო 2012 წლის ნოემბერში], მომატყუოს თუნდაც მე, მაგრამ მე ყოველთვის დავიცავ წესებს, მოვაგროვებ მტკიცებულებებს და როცა დარღვევას აღმოვაჩენ, ვიმოქმედებ ადექვატურად. ნათელია, რომ ზოგიერთმა ”სტუდენტმა” [2 გამოცდილი ინდივიდი რომელიც მართავდა 5 რეგისტრირებულ ანგარიშს, არ არიან სტუდენტები] არასწორად გაიგო ჩემი დამოკიდებულება/პოზიცია/სიტყვები და ეგონათ, რომ მათი ”ქმედებები” არ გამჟღავნდებოდა და ჩემგან რეაქცია არ იქნებოდა. ქმედებებს ყოველთვის მოსდევენ შედეგები!
  
მე ვაფასებ იმ ძალისხმევას, რომელიც არა სტუდენტმა ინდივიდებმა დახარჯეს, მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა მათთვის. მათ შეძლეს ნაკლებად გამოცდილი კონკურენტი სტუდენტების დამარცხება, მაგრამ მათი ტაქტიკა უძლური აღმოჩნდა საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად. ჩემი გადაწყვეტილება მათი ანგარიშების პროექტიდან მოკვეთის შესახებ [პირველი პრეცედენტია პროექტში] იყო მკაცრი, მაგრამ 100% საჭირო და 100% გამართლებული.
  

Bookmark and Share

Facebook comments:

comments

5 Responses to “Clarification / განმარტება”

  1. giga Says:

    წესების მიხედვით ელიტ რაუნდში ერთი კონკრეტული სტუდენტი უნდა იყოს მხოლოდ ერთ კონკრეტულ გუნდში.
    თუმცა წესები არ კრძალავს, რომ ვინმე მოიხმაროთ, ან ვინმეს მიეხმაროთ …
    ან თუნდაც ვინმეს მაგივრად ითამაშოთ … ხომ მიხვდით?

    ეს თქვენი სიტყვებია! აქ ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე მითხარით(უფრო სწორად მომატყვილეთ) რომ წესები არ კრძალავდა ვინმეს მაგივრად თამაშს.

    მე ამ პროექტში მონაწილეობისათვის ფული მაქვს გადახდილი და უფლება მაქვს ვიცოდე ჩემი მოხსნის რეალური მიზეზი.

    იქნებ ერთხელ მაინც გეყოთ გამბედაობა და უპასუხოთ ჩემს ზარს.

  2. giga Says:

    Jokhadze Giorgi ესე დაწვრილებით არ ვიცნობდი ამ წერილს , აქ შავით თეთრზე წერია რაც წერია , თუ ეს წერილი რეალურია მაშინ მონაწილის ამ მიზეზით მოხსნა საერთოდ აბსურდია , სულ მცირე იმ მონაწილისა ვისაც ეს წეილი პირადად აქვს მიღებული.
    აქ საერთოდ რაზე მსჯელობთ ან კამათობთ?

    ეს არის იმ პიროვნების პოზიცია ვინც ტარიელის აზრით მარტავდა 4 გუნდს ასე რომ აქაც ტყუიტ ბატონო ტარიელ რომ ამბობთ რომ ის სრულად დაეთანხმა თქვენს გადაწყვეტილებას!

  3. giga Says:

    ტყვილიც კი არ გამოგდით!

  4. giga Says:

    tqven erti patara matyuara adamiani brdzandebit, romelsac sheudzlia rom pulis gulistvisa yvelaperi ikadros. tqven imis unaris ki ar agmogachndat rom tavi dagecvat.

  5. tariel Says:

    giga,

    ვფიქრობ აჯობებს თქვენი ნიჭი სხვა მიმართულებით დახარჯოთ. თქვენ ნიჭიერი ადამიანი ბრძანდებით და მე მიკვირს რატომ ხარჯავდით და ხარჯავთ თქვენს დროს და ენერგიას და ეჯიბრებით სტუდენტებს ისეთ რამეში, რაშიც იცით რომ მოიგებთ. თქვენთან საუბარი მე მხოლოდ ღიად მინდა და არა რომელიმე სხვა საშუალებით. ფაქტია, რომ ეს გზა თვითონვე აარჩიეთ, თქვენივე თავიც თვითონ გაამჟღავნეთ. პასუხი თქვენს მოკვეთასთან დაკავშირებით აქვეა, წაკითხვა არ გინდათ როგორც ჩანს. მაინც დაგიკოპირებთ …

    ”ISBO ბიზნეს შეჯიბრია და სტუდენტებს შეუძლიათ ყველაფერი გააკეთონ [როგორც რეალურ ბიზნესში ხდება], მაგრამ წესების ფარგლებში, იმ წესებისა, რომელთაც მე ვადგენ. ეს იმას ნიშნავს, რომ სტუდენტებს ISBO7 და სტრატეგიულ სიმულაციაში გამარჯვების მისაღწევად შეუძლიათ მიმართონ როგორც ეთიკურ, ასევე არაეთიკურ გზებს. ყოველთვის ვამბობდი, მათ შორის პრეზენტაციებზეც და ეხლაც ვიმეორებ, რომ სტუდენტს შეუძლია მოიტყუოს, ითაღლითოს, გამოიყენოს სხვების ანგარიშები [თუნდაც ყალბი], გატეხოს თუნდაც სხვათა ელ.ფოსტა [ჩემის ჩათვლით, მცდელობა იყო 2012 წლის ნოემბერში], მომატყუოს თუნდაც მე, მაგრამ მე ყოველთვის დავიცავ წესებს, მოვაგროვებ მტკიცებულებებს და როცა დარღვევას აღმოვაჩენ, ვიმოქმედებ ადექვატურად. ნათელია, რომ ზოგიერთმა ”სტუდენტმა” [2 გამოცდილი ინდივიდი რომელიც მართავდა 5 რეგისტრირებულ ანგარიშს, არ არიან სტუდენტები] არასწორად გაიგო ჩემი დამოკიდებულება/პოზიცია/სიტყვები და ეგონათ, რომ მათი ”ქმედებები” არ გამჟღავნდებოდა და ჩემგან რეაქცია არ იქნებოდა. ქმედებებს ყოველთვის მოსდევენ შედეგები!”

    თქვენ ეცადეთ ჩემი მოტყუება, დაშვებული გზაა, მაგრამ მხოლოდ მანამ, სანამ არ მიგიხვდებით…
    მაგრამ … გამჟღავნდით …
    შედეგმაც არ დააყოვნა, დამსახურებულად მოიკვეთეთ პროექტიდან …
    ეხლა მხოლოდ პროვოკაციები და ბრალდებების გზა დაგრჩათ, რაც თვითონვე აარჩიეთ, თუმცა ბოლო ერთია – ჩიხი
    თორემ შეგეძლოთ ნორმალურად თავიდანვე დალაპარაკება და აგიხსნიდით …
    და დარწმუნებული ვარ საკითხიც ამოიწურებოდა …
    ეს გზა ეხლაც რჩება, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ რაც თქვენს შეცდომებს გააცნობიერებთ და ”რიტორიკას” შეცვლით … მიუხედავად თქვენგან უსაფუძვლო ბრალდებებისა … მაინც ვფიქრობ, რომ ნორმალური საუბრის რესურსი ამოწურული არ არის …

    შემდეგი ნაბიჯი:
    დამიკავშირდით facebook-ის ჩატის მეშვეობით ხვალ, სამშაბათს, დღის განმავლობაში ოღონდ თქვენი სახელითა და გვარით … facebook მეგობრებში არ დაგამატებთ, მაგრამ ჩატში ვისაუბრებთ და გავივლით ყველა საკითხს … აქვე გაძლევთ გარანტიას, რომ ოლიმპიადის შედეგები არ შეიცვლება, თუმცა თქვენს შეკითხვებზე ჩემს პასუხებს გავცემ …

    მანამდე კი ჩატს ვხურავ!